მნიშვნელოვანი

საპარალამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ “მაუწყებლობის შესახებ”კანონის ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო 83 ხმით დაძლია.

კენჭისყრა, როგორც მოსალოდნელი იყო,დღეს,21 თბერვალს გაიმართა.

ოპოზიცია კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების გაზრდა კერძო მაუწყებლებს დააზარალებს.

კანონში შესაძლო ცვლიებებს აპროტესტებდა 60 მედიაკომპანია, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ფონდები.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე წლის ზაფხულში შევიდა. ცვლილებები კანონის ათზე მეტ მუხლში შედის. კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button