საპარლამენტო არჩევნების მატარებელმა ჩაიარა, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება და მოსახლეობას ანახონ, რა გოგოები და ბიჭები არიან,,-ოცნების დეპუტატი

არჩევნების მატარებელმა ჩაიარა! – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მახაშვილმა პარლამენტის ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე დასმულ კითხვას.
მან ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე დაუბრუნდება ოპოზიცია ნორმალ პროცესებს, მით უკეთესი იქნება მათთვის.
“თუ მაინც და მაინც არჩევნებზე საუბარი სურთ, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის და მოსახლეობას ანახონ, რა გოგოები და ბიჭები არიან – რა ტიპის მხარდაჭერა აქვთ!”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
პარტიები არჩევნებისთვის მოემზადონ, ოღონდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ვნახოთ, ქართული საზოგადოება დაუჭერს თუ არა მხარს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იკადრეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ბრწყინვალე შესაძლებლობა იქნება ყველა პარტიისთვის, რომ საკუთარი რეიტინგი კიდევ ერთხელ გაზომონ.
„ძალიან მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბრწყინვალე შესაძლებლობა იქნება ყველა პარტიისთვის, რომ საკუთარი რეიტინგი კიდევ ერთხელ გაზომონ. დიახ, არჩევნებისთვის მოემზადონ, ოღონდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ვნახოთ, ქართული საზოგადოება დაუჭერს თუ არა მხარს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იკადრეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და როგორც განაცხადა, ახალი არჩევნების დანიშვნა უალტერნატივოა.