მნიშვნელოვანისიახლეები

,,საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ-ოცნებამ 2-კვირიანი არდადეგები მოიწყო,,-ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღევანდელი პარლამენტის სხდომის გაუქმებას აპროტესტებს.
ამ მოცემულობაში მათ გადაწყვიტეს, პარლამენტი დაეხურათ და 2-კვირიანი არდადეგები მოეწყოთ, მაგრამ ისინი ნახავენ, რომ ქართველ ხალხს ვერც ძალის გამოყენება, ვერც მათი სამაისო არდადეგები ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, ქართველი ხალხი იმ ძალაუფლებაზე გაიმარჯვებს, რომელმაც „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო“.
„მერამდენე დღეა ვხედავთ, რუსული კანონის ხმის მიცემის შემდეგ „ქართული ოცნება“ პარლამენტიდან სპეცრაზმის გამოყენებით გადის. დღეს, როცა საგარეო საქმეთა მინისტრისათვის კრიტიკული კითხვები უნდა დაგვესვა, დარწმუნებული ვარ, ის პასუხს ვეღარ გასცემდა იმას, თუ რატომ მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა რუსული ორბიტისკენ და რატომ ამბობს ის უარს ნატო-სა და ევროკავშირზე, ამ მოცემულობაში მათ გადაწყვიტეს, პარლამენტი დაეხურათ და 2-კვირიანი არდადეგები მოეწყოთ, მაგრამ ისინი ნახავენ, რომ ქართველ ხალხს ვერც ძალის გამოყენება, ვერც მათი სამაისო არდადეგები ვერ შეაჩერებს, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს ხალხის წინაშე, იმ კონსტიტუციური გადატრიალებისთვის, რომელსაც ისინი აქ კანონით აწყობენ და აუცილებლად, ქართველი ხალხი იმ ძალაუფლებაზე გაიმარჯვებს, რომელმაც საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო“, – განაცხადა აქუბარდიამ

სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ – ეს პროტესტი არ შეწყდება, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ შიში გამოავლინა.
„დღეს იყო დაგეგმილი სხდომა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა, ვინაიდან საკითხი ეხება ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას, როდესაც გუშინ ოთხმოცდასამივე დეპუტატმა მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.
ვფიქრობ, მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც არ შეუძლიათ, ახლა საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც ეშინიათ მაშინ, როდესაც რიცხობრივად მეტი არიან. მინდა თითოეულ თქვენგან მადლობა ვუთხრა, იმისთვის, რომ გუშინ იყავით. უამრავი ადამიანი იყო დილამდე. ათასობით და ათი ათასობით ადამიანი ჩამოვიდა რეგიონიდან, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არ შეწყდება. მინდა, მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს 19:00 საათზე კვლავ პარლამენტთან არის პროტესტი და შევიკრიბოთ ყველა ერთად, რათა საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთი არ იყოს.დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღევანდელი პარლამენტის სხდომის გაუქმებას აპროტესტებს. მათ საგანგებო განცხადება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება ხდება, დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოსმენას:
“12 საათია, ახლა მოვედით პარლამენტის წევრები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს , საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, 10 დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც კი მოიმატეს. ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო.” განაცხადა “ევროოპიტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ აღადგინოს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და პარლამენტს მისცეს საკუთარი უფლებამოსილების გაგრძელების საშუალება – “შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა პარლამენტი გადააქციოს საკუთარ ციხე-სიმაგრედ, მაგრამ შიგნითაც კი ვერ შემოდიან “ოცნების” დეპუტატები და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან” ამბობენ დეპუტატები.
რაც შეეხება რუსულ კანონს, ამასთან დაკავშირებით, მათი თქმით, წინაა მესამე მოსმენა, პრეზიდენტის ვეტო და მისი დაძლევის პროცედურა, შესაბამისად პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენება ეხებოდა იმას, თუ როგორ შედის ქვეყანა ევროკავშირში – გუშინდელი საკონსტიტუციო გადატრიალების შემდეგ, რასაც “რუსული კანონის“ მიღებამ დაუდო საფუძველი, ცხადია, მინისტრმა მოსვლა და ამ განაცხადების გაკეთება ვეღარ გაბედა, ამიტომ პარლამენტი ჩაიკეტა! – ეს განცხადება მედიასთან დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში საკონსტიტუციო გადატრიალება ხდება, მოსახლეობის ვალია, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დაამყაროს, რასაც მოსახლეობა აკეთებს.
„სწორედ ამიტომ გრძელდება პროტესტი. ეს პროტესტი დამთავრდება ან “რუსული კანონის“ ჩაგდებით ან ხელისუფლების გასტუმრებით“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ამ პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. სხდომა ვერ ჩატარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის უკანა შესავლელთან ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მოსახლეობას 19:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეკრებისკენ მოუწოდა.
„დავიწყებ იმით, რომ ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინ გამოვიდა საქართველოს პარლამენტთან გამართულ სახალხო პროტესტზე. თქვენ ხედავთ, რომ ამ პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. სხდომა ვერ ჩატარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს. ამიტომ, დღეს 7 საათზე ისევ ყველას ველოდებით პარლამენტთან. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატები მოსახლეობას დღეს, 19 საათზე პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიურო და პლენარული სხდომა აღარ გაიმართება. მიზეზად პარლამენტის განცხადებით, გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიერ “შენობის და ინფრასტრუქტურის დაზიანებაა” დასახელებული.

პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოსმენა იყო დაგეგმილი, თუმცა ის გადაიდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button