რეგიონისიახლეები

კახეთში აფხაზეთში დაღუპულებს პატივი მიაგეს

თელავში, ერთიანი საქართველოსათვის დაღუპული გმირების მემორიალი, კახეთში სახელმწიფო რუნებულმა და ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლებმა , ყვავილებით შეამკეს.

კახეთის გუბერნატორის, გიორგი ალადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას ეკუთვნის.

“სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ამავდროულად, გვჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას ეკუთვნის”- განაცხადა ალადაშვილმა.

დღეს, სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. აფხაზეთის დედაქალაქის დაცემას, რეგიონში საქართველოს შეიარაღებული ძალების სრული დამარცხება და ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. ბრძოლას გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button