საპარლამენტო ოპოზიციის უმეტესობა პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიას, რომელიც დღეს გაიხსნა თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის უმეტესობა პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. დღეს საშემოდგომო სესია გაიხსნა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ბოიკოტის შესახებ რამდენიმე წერილი მიიღეს.
დღევანდელ სხდომებს არ ესწრებიან – ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური ჯგუფი ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ევროოპტიმისტები, პოლიტიკური ჯგუფი თავისუფლება, პოლიტიკური ჯგუფი ლელო, პოლიტიკური ჯგუფი მოქალაქეები და პოლიტიკური ჯგუფი რეფორმების ჯგუფი.
პოლიტიკური შეხედულებების გამო მიმდინარე კვირის სხდომებს არ დაესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური ჯგუფები: – „ლელო“, „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“, „ევროოპტიმისტები“, „თავისუფლება“, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, ასევე პარლამენტის უფრაქციო წევრები: არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე.
“დიდი ალბათობით, რომელიღაც კონფერენციაზე არიან კოლეგები უცხოელებთან ერთად ქართველი ხალხის მსახურებას მათ ალბათ ამჯობინეს კონფერენციაზე დასწრება და იქიდან საქართველოს გმობა”- თქვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, საქართველოს პარლამენტის 3-6 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს მიმართეს თამარ ჩარკვიანმა, თამარ კორძაიამ, გრიგოლ ვაშაძემ, ალეკო ელისაშვილმა, დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა და სალომე სამადაშვილმა.
მმართველ პარტიას დაგეგმილი აქვს, რომ მიმდინარე კვირაში ანტი ლგბტ და ამნისტიის შესახებ კანონპროექტები განიხილოს.