მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის არაერთგვაროვანი განცხადებები

„საჯარო მოხელის დაცულობა უნდა იყოს გარანტირებული ამ ქვეყანაში,“ – ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 114 ადამიანის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა.

კადრები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ მეორე და მესამე პრეზიდენტების დროს მუშაობდნენ, მალე შესაძლოა, კომპენსაციის გარეშე დაითხოვონ.

ადმინისტრაციიდან კადრების შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს, როდესაც სახელმწიფო ინტერესებს ეხება საქმე, პირადი შეხედულებებით გადაწყვეტილების მიღება არ ახასიათებს.

განცხადება საკითხთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემაც, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოებაში ზედმეტი აჟიოტაჟია შექმნილი.

მოისმინეთ რომან კაკულიას, გია ვოლსკის და აკაკი ზოიძის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button