მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის რღვევის შედეგები

საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა. “ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი უმრავლესობის შემადგენლობიდან დუპუტატების გასვლის შედეგად დაკარგა.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუკი უმცირესობაში უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტი ერთიანდება.

მე-9 მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20-დეპუტატისგან შემდგარი “ევროპული საქართველოს“ წევრებით იყო წარმოდგენილი.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ 14 დეპუტატი იყო. მათ რიგებს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ახლა უკვე გია ჟოროლიანი და მირიან წიკლაური შეემატნენ. შედეგად, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ 41 დეპუტატი აღმოჩნდა. ამდაგვარმა გადაადგილებამ კი, “ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლა გამოიწვია.

შესაბამისად, უმცირესობის ლიდერის თანამდებობას კარგავს დავით ბაქრაძე. “ევროპული საქართველო“ სასესიო და საკომიტეტო განხილვებისას, სიტყვით გამოსვლის იმ დამატებით შესაძლებლობას კარგავს, რაც მათ უმცირესობის დროით ჰქონდათ.

დღესვე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები “პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდნენ. “მე და მირიან წიკლაური გავაგრძელებთ საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში, რომელიც იქნება „პატრიოტებთან“ ერთად”, – განაცხადა დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, ის და ფრაქციის რამდენიმე წევრი ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას და უერთდება “პატრიოტთა ალიანსს” .

„უმრავლესობას მე და ჩვენი ფრაქციის სხვა წევრებიც ტოვებენ და ალბათ, სხვებიც დატოვებენ. მე და მირიან წიკლაური გავაგრძელებთ საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში, რომელიც იქნება „პატრიოტებთან“ ერთად. ეს ფრაქცია იქნება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და სოციალ-დემოკრატები. ასეთი ახალი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას დღეიდან პარლამენტში”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button