საპატრიარქო კლიპის გადაღების ფაქტის გამოძიებას ითხოვს

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში კლიპის გადაღების ფაქტის გმოძიებას მოითხოვს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს ხელმძღვანელსა და აზერბაიჯანის ელჩს შორის.

ელჩის განცხადებით, კლიპი ქართველთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისკენ არ ყოფილა მიმართული. სახელმწიფო პოზიცია კი, ოფიცილურ აზრებაიჯანთან შეთანხმების შემდეგ გახდება საჯარო.

ტელეკომპანიამ, რომლის ეთერშიც კლიპი ტრიალებდა, უკვე ამოიღო ვიდეორგოლი ეთერიდან. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელის ვიზიტი აზერბაიჯანში.

მსგავსი პოსტები

Back to top button