მნიშვნელოვანისაქართველო

საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერებას ითხოვს

“ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა დროებით უნდა შეჩერდეს”, – ითხოვს საპატრიარქო.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა კანონის დამტკიცებამდე გაკრვეული საკითხების გათვალისწინება აუცილებლად მიაჩნია.

“სახელმწიფომ უნდა დააწესოს დამატებითი რეგულაციები ნარკოტიკების გამავრცელებლის მიმართ და ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ ცვლილებების შესახებ საკუთარი ხედვა უნდა წარადგინოს.
შეიქმნას დამატებითი კურსები სხვდასხვა სასწავლო დაწესებულებებში და მოხდეს სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრების გაძლიერება. ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის შემთხვავაში კი, კანონი უნდა გამკაცრდეს,” – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წერილში ამ თემასთან დაკავშირებით სასულიერო პირების ჩართულობით კონსულტაციების გამართვის საჭიროებაზეც არის ყურადღება გამახვილებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button