მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დაბრუნებას ითხოვს

ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას საპატრიარქო აპროტეტსებს და  შესაგებელ სარჩელს ამზადებს.

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით სასამარრთლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
“აქ საუბარია დროებით განჩინებაზე, იმ ნაწილზე, რომლითაც 7 ბავშვი გაიყვანეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებლობა არ იყო. ვინაიდან ეს არ ნიშნავს ქონებაზე ყადაღის დადებას, რომ არ გასხვისდეს. ეს ბავშვები შესაძლოა რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდნენ.

ამიტომ მიმაჩნია, რომ შესაძლებელია მათი უფლებები სადაც გაიყვანეს იქაც დაირღვეს. იქაც შესწავლილი უნდა იქნას, რა პირობებში გაიყვანეს ეს ბავშვები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დროებითი ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ამასთანავე კვალიფიციურ იურისტების მეშვეობით ჩვენ ვამზადებთ, შესაგებელს იმ სარჩელზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა”,-თქვა ქარჩავამ.

შეგახსენებთ , თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ. სასამართლოს ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button