მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საპატრიარქო რუსეთის ეკლესიას კანონიკური წესების დარღვევაში ადანაშაულებს

შევიკრიბებით პატრიარქთან და შემდეგში უფრო ჩამოვყალიბდებით თუ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ – ასე გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) ოკუპირებულ ცხინვალში მდებარე ეკლესიაში შობის და შემდგომ უკვე ნათლისღების დღესასწაულზე საღმრთო ლიტურგიის რუსულ ენაზე ჩატარების ფაქტს.

„ამჯერად არ გვქონია რეაგირება და იქნება ალბათ. ჩვენთან მსგავსი შეტყობინება პირველად შემოვიდა, მივწერეთ წერილი ოფიციალურად და რეაგირებას ველოდებით მათგან. შობას იყო წირვა და ახლა ნათლისღებაზეც ჩაატარეს, ამით ირღვევა სამართლებრივ კანონიკური წესგანგება ეკლესიისა. მოგეხსენებათ რუსეთის ეკლესია, ისევე როგორც მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიები აღიარებენ, როგორც ცხინვალის რეგიონს, ასევე აფხაზეთს საქართველოს კანონიკურ ტერიტორიებად. სამწუხაროდ ხდება დარღვევები, ერთადერთი ეს არის მხოლოდ რუსეთის ეკლესია, რომელიც არღვევს ამ კანონიკურ წეს-განგებას. მივწერეთ წერილი და ველოდებით პასუხს. შევიკრიბებით პატრიარქთან და შემდეგში უფრო ჩამოყალიბდებით თუ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი კანონიკური ტერიტორიის უფლება“, – განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტაძრებში დარღვევებს, მეუფეს განცხადებით საპატრიარქო ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მდგომარეობის შესწავლის უფლება მიიღონ, რადგან მეუფეს თქმით, იქ არსებული ტაძრები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს.

„ილორთან დაკავშირებით არვიცი, ახალია და რეაგირება გვექნება ალბათ. ტაძრის გადაკეთებასთან დაკავშირებით, გვქონდა ჩვენ აფხაზეთის სამღვდელოებასთან, არამედ მსოფლიო ეკლესიების მიმართაც, ჩვენ ვითხოვეთ რომ აფხაზეთის ეკლესიებში დაშვებულ იქნას საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა შესწავლილი იყოს მდგომარეობა იქ, ჩვენი ეკლესია-მონატსრებისა. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი კულტურილი მემკვდრეობა, არამედ მსოფლიო კულტურული მეკვიდრეობაა. დაუშვან ხელოვნებათმცოდნეები და ის ადამიანები, რომლებსაც თვითონ დაუშვებენ, შეიქმნას კომისია, რომელიც აღრისცავხს მდგომარეობას ჩვენი ეკლესიებისა“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button