მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საპატრიარქომ სასულიერო პირს მიწა 25 წლიანი იჯარით გადასცა

სამი ჰექტარი ტერიტორია, რომელიც საპატრიარქომ სოფელ უდეში მოღვაწე სასულიერო პირს, გრიგოლ ქურციკიძეს (ერისკაცობაში ირაკლი ქურციძე) გადასცა, 2019 წლამდე სახელმწიფო ტყის ფონდში შედიოდა. დარეგისტრირებიდან 5 თვეში საპატრიარქომ ნაკვეთი სასულიერო პირს 25-წლიანი იჯარით გადაუფორმა.

ნაკვეთი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბენარასთან, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან მდებარეობს. ის საპატრირქომ 2019 წლის სექტემბერში დაიკანონა. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო და სახელმწიფო ტყის ფონდში შედიოდა. თუმცა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის მიმართვის და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დასტურის შემდეგ, მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს გადაეცა. რეესტრის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი, იჯარის ხელშეკრულებით, ირაკლი ქურციძეს (გრიგოლ ქურციკიძეს) მიმდინარე წლის თებერვალში გადაეცა და მას მიწით სარგებლობა 2045 წლამდე შეეძლება.

„სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, რა მიზნით გადაეცა სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი და რისი გაკეთება იგეგმება ამ ტერიტორიაზე, თუმცა არც ადგილზე და არც ტაძარში გრიგოლ ქურციკიძე ჟურნალისტებს არ დახვდა, სატელეფონო ზარებს კი, არ უპასუხა.

ზარებს არ უპასუხა არც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ. ადგილობრივებმა მხოლოდ ის იციან, რომ ტერიტორია ეკლესიის საკუთრებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button