მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საპატრიარქოს იურისტის შეფასებით “სასულიერო პირებზე თვალთვალის ერთ-ერთი მიზანი ხელისუფლების მხრიდან მათი გაკონტროლებაა”

სასულიერო პირებზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს საპატრიარქოს იურისტი ეხმაურება. ედიშერ ქარჩავას შეფასებით, მიზანი ხელისუფლების მხრიდან მათი გაკონტროლებაა.

„ეს არის ნამდვილად დამაფიქრებელი ფაქტი მთელი ერისთვის. სასულიერო პირებზე თვალთვალის ერთ-ერთი მიზანი არის ისიც, რომ ამითი ხელისუფლებამ გააკონტროლოს ისინი. ეს ხელისუფლება იგებს რითი, რომ ფულსაც აძლევენ და პლუს, არ უშლიან მათ ხელს იმაში, რომ თავიანთი ბინძური აზრები და ბინძური პროპაგანდა გააკეთონ, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში მორიგი ფარული ჩანაწერები გავრცელდა, სადაც აღწერილია კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პირადი ცხოვრების დეტალებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button