საქართველოსიახლეები
საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელს, ქეთი თოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, ქეთი საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია.
„ქეთი თოდუაზე მითხრეს, მაგრამ გადამეტებულია, რომ ის მეუფე შიოს გარემოცვაშია. ის საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია. თვეზე მეტია არ ყოფილა საპატრიარქოში“, – აცხადებს მამა ანდრია.