საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფორმაციით საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამინისტროს ცნობით, 7.2 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელზეც ასფალტის საფარი საერთოდ არ არსებობდა, დაგეგმილზე 5 თვით ადრე დასრულდა.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით (3 349 000 ლარი), საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო მონაკვეთზე დაიგო 2-ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ბეტონის პარაპეტები და ლითონის თვალამრიდები, ჩატარდა გზის მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მონასტერთან მისვლა მრევლს, სამონასტრო კომპლექსში მცხოვრებ ბერებს და ტურისტებს გაუმარტივდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button