მნიშვნელოვანირეგიონი

საფეხბურთო კლუბ თელავს კვიპროსელი მწვრთნელი ეყოლება

ახალი საფეხბურთო სეზონიდან, თელაველი ფეხბურთელების მთავაი მწვრთნელი 56 წლის კვიპროსელი ხარალამბოს ხრისტოდულუ იქნება.

მწვრთნელი ორ კვირაზე მეტია, გუნდის თამაშს აკვირდება და ამბობს რომ გუნდის ბოლო სამი თამაში ნახა და კმაყოფილია.

“ეს არის გამოცდილების და ახალგაზრდა ფეხბურთელების მიქსი, რაც მნიშვნელოვანია, ბოლო 15 დღე უშუალოდ, ახლოს ვარ ჩახედული და ვიცი, თქვენი შესაძლებლობები. გეტყვით იმასაც, რომ ახლოს ვიცნობ კლუბის პრეზიდენტს, ვიცი, მისი მიზნები და მაგიტომაც დავთანხმდი “- განაცხადა ახალმა მწვრთნელმა.

ხარალამბოს ხრისტოდულუმ, სამწვრთნელო საქმიანობა 2006 წელს კვიპროსული “დოქსაში ” დაიწყო და სამი წლის მანძილზე წვრთნიდა.

კლუბის ახალი მწვრთნელი უეფას პრო-ლიცენზიის მფლობელი სპეციალისტია.
თელავში ჩამოსვლამდე ხრისტოდულუ, ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს”, ლიმასოლის აელ, ფამაგუსტას “ანორთოსისს”, ნიქოზიის “ომონიას” სხვა გუნდებს ხელმძღვანელობდა.

2021 წლის აგვისტოდან, კვიპროსელი მწვრთნელი, სომხეთის “სევანს ავარჯიშებდა.

კვიპროსელი მწვრთნელის დანიშვნამდე, საფეხბურთო კლუბ თელავს, 56 წლის არმენ ადამიანი ედგა სათავეში.

მსგავსი პოსტები

Back to top button