ინდოეთის პოდიუმზე ფეხმძიმე მოდელი გამოჩნდა [Photo/Video]

ინდოელი სუპერმოდელი, ქეროლ გრაციასი ფეხმძიმობის ბოლო თვეს მყოფი პოდიუმზე გამოჩნდა. ქალმა ამგვარი გამოსვლით გავრცელებული სტერეოტიპები დაანგრია, თოთქოს მოდელებს პოდიუმზე დეფილირება მხოლოდ ორსულობის მცირე ვადაზე შეუძლიათ, – წერს გამოცემა Mashable.

ქეროლ გრაციასმა მუმბაიში ჩატარებულ Lakme Fashion Week-ის ჩვებენაში მონაწილეობა მიიღო. მოდელმა ადგილობრივი დიზაინერის, გაურანგ შახის ახალი კოლექციის ტანსაცმელი წარადგინა.

ცნობილია, რომ ბოლო წლების მანძილზე, რამდენიმე საერთაშორისო ფეშენ- ბრენდებს, რომელთა რიცხვში Karl Lagerfield და Dolce & Gabbana იყვნენ, პოდიუმზე ფეხმძიმე მოდელები გამოჰყავდათ, რათა მათი პროდუქცია სხვადასხვა კომპლექციის ქალებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მაგრამ აღნიშნულ ჩვენებებში ისეთი მოდელები არ მონაწილეობდნენ, რომელთაც დღე-დღეზე უნდა ემშობიარათ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32592″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button