საფინანსო კომპანიამ ჩინეთში თანამშრომლებს შვილების გაჩენა აუკრძალა
ჩინეთის ერთ-ერთმა საფინანსო კომპანიამ, დირექციასთან შეუთანხმებლად, თანამშრომელ ქალბატონებს შვილების გაჩენა აუკრძალა, – გადმოგვცემს „ბი-ბი-სი“.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კომპანია შვილების გაჩენის უფლებას მხოლოდ იმ გათხოვილ ქალბატონებს რთავს, რომლებიც ფირმაში დიდხანს მუშაობენ.
ყველა თანამშრომელს, რომელიც დირექციის ნებართვის გარეშე დაფეხმძიმდება, კომპანია 161 დოლარით დააჯარიმებს, პრემიებს მოუხსნის და კარიერული წინსვლის საშუალებას არ მისცემს.
დოკუმენტმა ფართო რეზონანსი გამოიწვია. მასმედიამ, კომპანია, თანამშრომლების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულა. თვითონ ფირმა ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს.