საფრანგეთი საიმიგრაციო კანონს ამკაცრებს

საფრანგეთში არალეგალურად მცხოვრები ადამიანები შესაძლოა ციხეში მოხვდნენ.
მთავრობა საიმიგრაციო კანონმდებლობისა და თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც არჩევნებში გასულ წელს გაიმარჯვა, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის მისი რბილი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო – წერს გამოცემა.
ბოლო კვლევებით, საფრანგეთში 63% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ბევრი მიგრანტია.
კანონპროექტი ჯერ საჯარო არ არის, თუმცა ფრანგული გამოცემა Le Monde წერს, რომ მიგრანტებს, რომლებიც ყალბი პირადობის მოწმობით ცხოვრობენ საფრანგეთში, მათი აღმოჩენის შემთხვევაში 5-წლიანი პატიმრობა და 75 ათასი ევროს ჯარიმა ემუქრებათ. 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტმაც დაიწყო ანტიიმიგრაციული კანონპროექტის განხილვა.