საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ბერნარ კაზნევი დაინიშნა
საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბერნარ კაზნევი გახდა, რომელიც ადრე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
მანუელ ვალსმა ქალაქ ევრიში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გადადოგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად გააკეთა. მან ბრძანა, რომ 2017 წელს დანიშნულ არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს.
53 წლის ბერნარ კაზნევი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. იგი 2012-2013 წლებში ევროპულ საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო 2013-2014 წლებში – ფინანსთა მინისტრი.
კაზნევი ოლანდის უახლოეს თანამოაზრედ ითვლება. მან ბოლო 2 წლის მანძილზე საკუთარ დიდი პოპულარობა მოიპოვა, როგორც ისლამურ ექსტრემიზმთან მებრძოლმა მგზნებარე მეომარმა.
ბერნარ კაზნევი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მხოლოდ 5 თვის განმავლობაში დაიკავებს მანამ, სანამ 2017 წლის აპრილში ფრანგები ახალ სახელმწიფოს მეთაურს აირჩევენ.