საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის მამის გამოფენა მოსკოვში გაიხსნება

რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრის, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მამის – პალ სარკოზის ნამუშევრების გამოფენა 1 სექტემბერს, ზურაბ წერეთლის ხელოვნების გალერეაში გაიხსნება, – გადმოსცემს РИА Новости.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 70 ნამუშევარი – კოლაჟები, ფერწერული ტილოები, რომელიც შემოქმედმა ბოლო წლებში შექმნა.

პალ სარკოზი – უნგრეთის არისტოკრატიული წრის შთამომავალი, უცხოეთის ლეგიონერი, ბიზნესმენი და 5 შვილის მამაა, რომელთა შორის ერთ-ერთი, საფრანგეთის პრეზიდენტი (2007-2012 წწ.) ნიკოლა სარკოზია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16690″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button