გიგა ბოკერია ყოფილ თანაგუნდელებს ეხმაურება

“ნაციონალური მოძრაობიდან” ყოფილი თანაგუნდელების წასვლას პარტიის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერიაც ეხმაურება და მათ ნაბიჯს უპასუხისმგებლოს უწოდებს. 

“ეს არის სამწუხარო, უპასუხისმგებლო, ინფანტილური და არაადეკვატური გადაწყვეტილება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია ამ ხელისუფლების შეცვლა. იყო მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არის დიდი პასუხისმგებლობა. სამწუხაროა, რომ ბატონმა ჯაფარიძემ ამას ვერ გაუძლო. ეს ადამიანები აღმოჩნდნენ უპასუხისმგებლოები. მათი წასვლით ალბათ ყველა ხვდებით, რომ არაფერი არ შეცვლილა. ნაციონალურ მოძრაობას აქვს კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და ჩვენ ამ მხრივ მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ,”- განაცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ოფისთან.

დღეს, სხვადასხვა მედიასაშუალებით დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს გიგა ბოკერიამ და პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, პარლამენტარმა სერგო რატიანმა პარტია დატოვეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა.

მასალაში გამოყენებულია რადიო “თავისუფლების” ფოტო.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button