მნიშვნელოვანისპორტი

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ანგარიშით 4:2 დაამარცხა ხორვატიის ნაკრები და მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

20-წლიანი ინტერვალის შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელებმა გაიმეორეს მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის მიღწევა. ხორვატიის ნაკრებმა პირველად მოიპოვა ვერცხლის მედლები.

ფეხბურთში 21-ე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა მოსკოვში, ლუჟნიკების სატადიონზე, სადაც იმყოფებოდნენ საფრანგეთისა და ხორვატიის პრეზიდენტები, ემანუელ მაკრონი და კოლინდა-გრაბარ კიტაროვიჩი.

მათთან ერთად საპატიო ლოჟიდან მატჩის მსვლელობას თვალს ადევნებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც ხვალ ჰელსინკიში აშშ-ის ლიდერ, დონალდ ტრამპს შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button