საფრანგეთმა “მისტრალები” ეგვიპტეს მიჰყიდა
საფრანგეთმა რუსეთის შეკვეთით აშენებული ‘’მისტრალის’’ ტიპის ორი ვერტმფრენმზიდი ეგვიპტეს მიჰყიდა. ინფორმაცია, საკუთარ Twitter-ში,
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა – დიმიტრი როგოზინმა დაადასტურა.
რუსეთსა და საფრანგეთს შორის ‘’მისტრალების’’ შესახებ კონტრაქტი 2011 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების თანხა 1.2 მილიარდ ევროს შეადგენდა. რუსეთმა საფრანგეთს უკვე გადაუხადა 840 მილიონი ევრო. გეგმის მიხედვით, პირველი ხომალდი რუსეთს 2014 წელს უნდა გადასცემოდა, თუმცა გასული წლის ზაფხულში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენების გამო, ‘’მისტრალები’’ არ შეიძლებოდა რუსულ მხრეს გადასცემოდა.
სააგენტო Associated Press ინფორმაციას ავრცელებს, რომ კაირომ პარიზს 2 “მისტრალში” 950 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო უკანასკნელმა რუსეთს 1 მილიარდი ევრო დაუბრუნა.