საფრანგეთში გზის ზედაპირი მზის პანელებით მოკირწყლეს [Photo/video]

ნორმანდიის სოფელ ტურუვრ-ო-პერშში მსოფლიოში პირველი საავტომობილო გზა გაიხსნა, რომელიც მზის პანელებისგანაა აწყობილი. ჯერჯერობით მხოლოდ 1-კილომეტრიანი გზის ზოლი მოკირწყლეს. საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრის – სეგოლენ რუაიალის ინფორმაციით, აღნიშნული გზის მონაკვეთი იმდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რათა სოფლის ქუჩების ფარნები გამოკვებოს, – იუწყება La Monde.

გზის საპილოტო მონაკვეთის მოსაპირკეთებლად 2,8 ათასი კვადრატული მეტრის მზის პანელი გამოიყენეს. საჭირო მასალის შეძენასა და მის დაგებაზე 5 მილიონი ევრო დაიხარჯა. მოსალოდნელია, რომ გზაზე ყოველდღიურად 2000 სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება გაივლის. როგორც ეკოლოგიის მინისტრმა განაცხადა, გზის ეფექტურობის შეფასებას 2 წელი დასჭირდება. თუ პროექტმა კარგი რესურსი შეიმუშავა და შემოსავალმა ხარჯები მთლიანად დაფარა, მაშინ მზის პანელებით კიდევ 1000-კილომეტრიან გზატკეცილებს მოკირწყლავენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გზის საწყისი სიმძლავრე დღეში 790 კვ/სთ-ს შეადგენს.

 

[print_gllr id=49914]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button