საფრანგეთში მიგრანტებმა გერმანელი ჟურნალისტები გაქურდეს [Video]
საფრანგეთის ქალაქ კალეში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში, რომელსაც ზედმესახელად “ჯუნგლებს” უწოდებენ, 2 გერმანელი ჟურნალისტი გაქურდეს.
დგილობრივი პრესისი ინფორმაციით, ლტოლვილებმა მასმედიის წარმომადგენლებს მობილური ტელეფონები წაართვეს.23 ოქტომბერს ბანაკში მიგრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.
გამოცემა წერს, რომ ლტოლვილთა 50-კაციანმა ჯგუფმა პოლიციას ბოთლები დაუშინა, საპასუხოდ სამართალდამცველებმა ბოლის შაშხანები გამოიყენეს.
მიმდინარე წლის სექტემბერში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რომ ბანაკს სრული დემონტაჟი ჩაუტარდება, რომლის სამხრეთი ნაწილი ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაანგრიეს. ხოლო მეორე ნაწილში მცხოვრები ლტოლვილების გადასახლება იგეგმება.
“ჯუნგლებში” მომხდარი ინციდენტი ერთეული შემთხვევა არაა. 2016 წლის იანვარში მიგრანტები ჰოლანდიელ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და დანებით ემუქრებოდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=P7kQhhSR0YU