რეგიონი

საფრანგეთში მყოფი ქართველების ოჯახი დახმარებას ითხოვს

ლაგოდეხის მკვიდრი გოჩა ბელოევის ოჯახი, საფრანგეთის ქალაქ, სტრასბურგში ორ მცირეწლოვანთან ერთად, ღია ცის ქვეშ დარჩა.

ახლობლების ინფორმაციით, ოჯახი ევროპაში რამდენიმე კვირის წინ, ბელოევისათვის დასმული მძიმე დიაგნოზის, ლეიკემიის სამკურნალოდ გაემგზავრა.

საფრანგეთში ჩასული მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, მისი მეუღლეს ორი მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამის გასათევ საცხოვრებელზე უარი უთხრეს.

საქართველოდან ჩასულ ოჯახს, თავშესაფარი, საცხოვრებელი ფართის სრულად შევსების მოტივით არ მისცეს.
ბელოევის ქუჩაში დარჩენილი მეუღლე და ბავშვები საზოგადოების დახმარებას ითხოვენ.

გოჩა ბელოევს ლეიკემიის დიაგნოზი ექიმებმა საქართველოში დაუსვეს. 10 თვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, მამაკაცს მხედველობაც დაკარგული აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button