საფრანგეთში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა [Video]

საფრანგეთში, რუას კომუნაში, უცნობი პირი ბოშათა ბანაკის ტერიტორიაზე შეიჭრა და სროლა ატეხა.
4 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. დაღუპულთა შორის, 6 თვის ბავშვი, ქალი, მამაკაცი და პოლიციელია.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი – ბერნარ კაზნევი, გამოძიებას პირადად ხელმძღვანელობს.
ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ცნობილია, რომ იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებელია, ამჟამად, დაჭრილთა შორის იყოს.