საფრანგეთი ევრო 2016-ის ფინალშია

საფრანგეთი ევრო 2016-ის ფინალშია. ქალაქ მარსელში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩემპიონატის მასპინძელმა ნაკრებმა გერმანიის ნაკრები, ანტუა გრიზმანის დუბლის წყალობით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ორგზის ევროპის ჩემპიონი (1984, 2000) ევრო 2016-ის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.