მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საცხოვრებელთან ახლოს ჭურვი ჩამოვარდა, ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება”

ზუგდიდელი მაკა ეფრემაშვილი და მისი ოჯახი, თელ-ავივთან ახლოს ქალაქ პეტახ ტიკვაში წელიწადი და ცხრა თვეა რაც ცხოვრობენ.

როგორც მაკა რადიო თბილისს უყვება, ამ ქალაქში წლების მანძილზე არ ჩართულა სირენა, თუმცა წუხელ მოხდა პირდაპირი დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე მათთან ახლოს და არიან დაშავებულები.

აქ ყველა საცხოვრებელ სახლში ბუნკერია, გვაქვს როგორც კი სირენა ჩაირთვება წუთ ნახევარი ბუნკერში ჩასასვლელად. და რაც მთავარია, გვაქვს დაცულობის გრძნობა, რომ სახელმწიფო მუშაობს, ეს კი არია უდიდესი დაცულობის გრძნობა. წარმოიდგინეთ,ამ დღეების მანძილზე პალესტინიდან გადმოსროლილ იქნა ისრაელის მიმართულებით 1050 ჭურვი და მოხდა ამ ჭურვების აცილება-ე.წ. “რკინის გუმბათი” ქვია ამ სისტემას,რომელიც ჰაერში ანეიტრალებს ჭურვებს, თქვენ მოგეხსენებათ, თუ როგორი თავდაცვის სისტემა აქვს ისრაელს.

შედარებით მძიმე სიტუაციაა ქალაქ ლოდში და იქვე მიმდინარე რამდენიმე ქალაქში.ქალაქ ლიდში ამ დროისთვია მოქმედებს კომენდანტის საათი. ამ და მიმდებარე ქალაქებში პალესტინელმა ახალგაზრდა ექსტრემისტებმა დაარბიეს არაბების რესტორნები.გაჩნდა დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე. ქალაქ ლოდში იყო ასეთი შემთხვევა, ისრაელის დროშა ჩამოხსნეს მერიის შენობიდან და დაკიდეს პალესტინის. ამას ძირითადად 16-17 წლის ახალგაზრდები აკეთებენ“,-ამბობს მაკა ეფრემაშვილი.

მისივე თქმით, წუხელ მიუხედავად იმისა, რომ მათ ქალაქში პეტახ ტიკვაში ჭურვი ჩამოვარდა, ღამის შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება და პანიკა მოსახლეობაში არ იგრძნობა. მაკა ეფრემაშვილის თქმით, ყველაფერი მუშაობს გარდა სკოლებისა და ბაღებისა.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. მან დაგმო რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევები, მათ შორის იერუსალიმსა და თელ-ავივზე. ბაიდენმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხობისა და მისი უფლებისადმი დაიცვას საკუთარი თავი და მოსახლეობა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირების შედეგად 40 ადამიანია დაღუპული: 35-ღაზაში, 5 კი ისრაელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button