საფრანგეთში ეკლესიაზე თავდასხმის დროს მღვდელი მოკლეს [Photo/video]

26 ივლისს, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რუანის გარეუბანში, 2 ისლამისტი ეკლესიას დაესხა, მძევლები აიყვანა და 84 წლის მღვდელი, ჟაკ ჰამელი მოკლა. ერთ-ერთი მრევლთაგანი მძიმედ დაჭრილია, – იუწყება BBC.

პოლიციამ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ორივე ტერორისტი მოკლა და მძევლები გაათავისუფლა.

საფრანგეთის მასმედია გვაცნობებს, რომ ტერორისტმა “ალაჰ აკბარის” შეძახილით მღევდელი მუხლებზე დააყენა და მას თავი მოჰკვეთა, ხოლო მეორე ტერორისტი ტრაგედიას ვიდეოფირზე იღებდა. მძევალთა შორის იყო თავად კიურე, 2 მონაზონი და 2 მრევლი.

ერთ-ერთი ტერორისტი საფრანგეთის სპეცსამსახურის ბაზაში ირიცხებოდა, როგორც ისლამისტებთან კავშირში მყოფი პირი, რომელიც რამდენჯერმე იყო დაკავებული და ელექტრონულ სამაჯურს ატარებდა. მას ყოველ დილას 8:30-დან 12:30 საათამდე თავისუფალი გადაადგილების უფლება ჰქონდა.

პარიზის პროკურორმა, ფრანსუა მოლენსმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი 1997 წლის 25 მარტს დაბადეული ადელ კარმიში იყო. მისი ვინაობა თითის ანაბეჭდების მიხედვით დაადგინეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” თავის თავზე აიღო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39177″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button