საფრანგეთში ერთჯერადი მოხმარების პლასტიკურ ჭურჭელს აკრძალავენ

საფრანგეთში კანონპროექტი მიიღეს, რომლის თანახმად, ქვეყანაში 2020 წლიდან ერთჯერადი პლასტიკური ჭურჭლის გაყიდვა აიკრძალება. ინფორმაციას პორტალი Business World-ი ავრცელებს.

2020 წლიდან მწარმოებლებმა ყველა არსებულ პლასტიკურ ნაწარმს უტილიზაცია უნდა ჩაუტარონ და მხოლოდ ბიოხრწნადი მასალისგან დამზადებული პროდუქცია გამოუშვან.
აღნიშნული პროექტი, ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით, პლასტიკური ნარჩენების გადამუშავებისთვის საჭირო ელექტროენერგიის დაზოგვისთვის მიიღეს.

2017 წლიდან საფრანგეთის მაღაზიებში მომხმარებლებს მხოლოდ ქაღალდის პაკეტებსა და ქსოვილის ჩანთებს შესთავაზებენ.
შეფუთვების ევროპელი მწარმოებლების ასოციაცა Pack2Go Europe პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა. ასოციაციის წარმომადგენელთა აზრით, პლასტიკური ჭურჭლის აკრძალვა ევროკავშირის სამართლებლივ ნორმებს ეწინააღმდეგება და მას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. მაგალითად მოსახლეობა ჩათვლის, რომ ბიოხრწნადი ჭურჭელი ბუნებაში თვითლიკვიდირდება და ღია ცის ქვეშ განზრახ დატოვებს.

კანონი აგრეთვე გააკრიტიკა საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრმა საგოლენ რუაილმა. მან აღნიშნა, რომ ამგვარი ინიციატივა ქვეყნის ნაკლებად უზრუნველყოფილ ფენაზე, რომელიც ერთჯერად ჭურჭელს ხშირად იყენებს, საგრძნობლად აისახება.
როგორც გამოცემა Pourquoi Docteur აღნიშნავს, საფრანგეთში ყოველწლიურად 4,73 მილიარდი პლასტიკური ჭიქა იყრება და მოცემული რაოდენობის მხოლოდ 1% ექვემდებარება გადამუშავებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button