საფრანგეთში მძარცველებმა Chanel-ის მაღაზია შეამტვრიეს და ჩანთები მოიპარეს [Photo/video]

საფრანგეთის პოლიცია ბოროტმოქმედებს ეძებს, რომლებმაც Chanel-ის მოდური სახლის მაღაზია გაძარცვეს. მძარცველების ნადავლი ქალის ჩანთები გახდა, რომლის მოსაპარად მათ მაღაზია ავტომანქანით შეამტვრიეს.

წინასწარი მონაცემებით, 5:30 საათზე დამნაშავეებმა, რომლებიც ავტომანქანაში ისხდნენ, მონტენის ავენიუზე მდებარე ბუტიკის გისოსებს შეეჯახნენ. მათ შენობაში შეღწევისთანავე დიდი რაოდენობის ქალის ჩანთები დაიტაცეს, დაზიანებული მანქანა დაწვეს და სკუტერებით მიიმალნენ, – წერს Le Figaro.

გაზეთის ინფორმაციით, ძარცვა პარიზის მთავარი გამზირიდან – ელისეს მინდვრებიდან 200 მეტრის დაშორებით მოხდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34432″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button