საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი 18 ივნისს დაიწყება
2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის ფარგლებში, ტელევიზიების, რადიოების, ბეჭდური და ონლაინ გამოცემების მონიტორინგი 18 ივნისიდან დაიწყება. პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება და საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში, 8 ტელევიზიის, 11 რადიოსადგურის, ბეჭდური მედიის 7 და ონლაინ მედიის 11 საშუალების მონიტორინგი მოხდება.
როგორც პროექტში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წამომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, მონიტორინგისთვის მედიასაშუალებები რეიტინგისა და მედიაექსპერტებთან გავლილი კონსულტაციების მიხედვით შეირჩა. მედიამონიტორინგის პროექტისთვის 276 000 დოლარია გამოყოფილი.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გასცეს და აქცენტი გააკეთეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მედიამონიტორინგისას გამოკვეთილ ტენდენციებზე.
ინტერნიუსი – საქართველოს შეფასებით, რომელიც რადიოსაშუალებების საინფორმაციო გამოშვებებს აკვირდება, თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიო ,,ჰერეთი” მოვლენების კრიტიკული და სირღმისეული გაშუქებით გამოირჩეოდა.
მოისმინეთ ინტერნიუსი საქართველოს წარმომადგენლის ეკა ბერიძის და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი მგელაძის ხმა.