საპროტესტო აქცია ანაგაში – ხალხი წყალს ითხოვს
სასმელ წყალს ითხოვენ სიღნაღის მუნიციაპლიტეტის სოფელ ანაგაში.
ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და პრობლემის მოუგვარებლობაში ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, უკვე რამდენიმე წელია სოფლის ნახევარი, დაახლოებით 150-მდე მოსახლე წყლის გარეშეა დარჩენილი.
აქციაზე მივიდა სიღნაღის კომუნალური სამსახურის უფროსი. ჯონდო გელაშვილის თქმით, სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის თანხა უკვე გამოყოფილია და სამუშაოებიც დაწყებული.
გელაშვილმა განაცხადა, რომ “პრობლემის მოგვარება მიმდინარეობს და სოფლის მოსახლეობის ნაწილი მათ ხელს უშლის”. გელაშვილი ამბობს, რომ “ანაგაში ჩასულ საავარიო ჯგუფს მოსახლეობამ მუშაობის საშუალება არ მისცა”.