მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
საპროტესტო აქცია ლაგოდეხში-მოსახლეობა ტყიდან შეშის გატანის უფლებას ითხოვს
საპროტესტო აქციაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჭიაურში მოსახლეობა ტყიდან შეშის გატანის უფლებას ითხოვს.
ადგილობრივების მტკიცებით, სათანადო დოკუმენტაციის არსებობის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამსახური, მათ ათასობით ლარის ჯარიმებს უწერს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ ტყიდან შეშას ვერ გაიტანენ, ზამთარში გათბობის საშუალების გარეშე დარჩებიან.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ჯონდო მდივნიშვილი მივიდა. მისი განმარტებით, შესაბამისი სამსახურები ვითარების ადგილზე შესწავლის შემდეგ, მოსახლეობას გადაწყვეტილებას გააცნობენ.