მნიშვნელოვანისიახლეები
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყლის ჭავლი გაუშვეს

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყლის ჭავლი გაუშვეს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს.
ამ დროისთვის, ადგილზე დაძაბული ვითარებაა.
სპეცრაზმი მობილიზებულია როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩების მხრიდან.
შსს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდა აქციის მონაწილეებს, მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ.
აქციის მონაწილეები პროტესტს განაგრძობენ.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი მირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.