მნიშვნელოვანირეგიონი

საპროტესტო აქცია სოფელ სნოში

სნოში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა ქსანი-სტეფანწმინდის 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს.

ისინი მშენებლობისთვის სხვა ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევას ითხოვენ. სნოს მოსახლეობა აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მათი საცხოვრებელ სახლების მიმდებარე ტერიტორიებს, ეზოს გაივლის და ისინი საკუთარი მიწის ნაკვეთების გამოყენებას ვეღარ შეძლებენ.

სნოს მოსახლება ასევე ამბობს, რომ 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია. მოსახლეობას მშენებლობის შეჩერება უნდოდა, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. მოსახლეობის ბრალდებებს მშენებელ კომპანიაში უპასუხეს.

კომპანია “ენერგოტრანსის” ტექნიკურმა დირექტორმა, ჯემალ ახალაიამ განაცხადა, რომ მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button