საპროტესტო აქციების მონაწილე ექიმ გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა

საპროტესტო აქციების მონაწილე ექიმ გიორგი ახობაძეს, რომელიც თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას დააკავეს, დედა გარდაეცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ბორის ჩელე ყურუა ავრცელებს:
“ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა
დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა
ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები მშვიდად დასეირნობენ, კაცობაზე, ადამიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკებიან
თითქოს არსფერი ისეთი არ უქნიათ, ვერც იაზრებენ ალბათ რამხელა ტკივილი მიაყენეს ხალხს
საბოლოოდ გიორგი ახობაძის უდანაშაულობა დამტკიცდება და ეს ღორისშვილები ციხეში ამოლპებიან” წერს ბორის ჩელე ყურუა.
პროევროპული აქციების მონაწილის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ნომერ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებას ახობაძის ეტაპირების მოთხოვნით, განცხადებით მიმართავს. გიორგი ახობაძეს, რომელსაც ორთვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, დედა გარდაეცვალა.
დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახობაძე საუბრობდა 10 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზეც, რომელზეც ადვოკატმა პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
ახობაძე აღნიშნავდა, რომ აქვს დედის მოვლისა და მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა, რადგან დედამისს გადატანილი აქვს ინსულტი, წართმეული აქვს მეტყველება და მწოლიარე მდგომარეობაშია.
როგორც ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გიორგი ახობაძის დედას შაბათს დაკრძალავენ – სწორედ დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით შეაქვს მას პატიმრის ეტაპირების მოთხოვნაზე განცხადება, რომელზე პასუხსაც დაელოდება. მსგავს ნორმას კანონმდებლობა ითვალისწინებს.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს. მან სასამართლოს სხდომაზე “სპექტაკლი” უწოდა მისთვის ნარკოტიკების “ჩადებას” და დაკავებას.