მნიშვნელოვანისიახლეები

საპროტესტო მსვლელობა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან

„ჩვენ გხედავთ" - ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ისინი სკანდირებენ: “აჯანყდი!”, გაათავისუფლეთ ტყვეები!”.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსია ბანერი, რომლითაც აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათ გაშალეს საქართველოს დროშაც. ისინი სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.

„ჩვენ გხედავთ” – ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტთან“ შეიკრიბნენ და გზის სავალი ნაწილი ცალმხრივად გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების მიერ გზის სავალი ნაწილის ცალმხრივად გადაკეტვას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ხმაური მოჰყვა.

ისინი მსვლელობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისთან მიემართებიან, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გადაინაცვლებენ.

როგორც ჟურნალისტს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციაზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.

“დღეს არის პროტესტის 172-ე დღე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს აქციები ბოლო პერიოდში ძალიან მონოტონური გახდა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსი გადავიტანოთ იმ სტრუქტურაზე, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანის უფლებების შეზღუდვასა და ძალადობაში. ამიტომ, დღეს მარშით ვიძვრებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და შემდეგ სუს-თან. მოვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. გვინდა “ქართულ ოცნებას” დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება და ბოლომდე ვიბრძოლებთ”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

“ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სამასზე მეტი მოქალაქე სცემეს, აწამეს და დაატყვევეს თავისუფლების, განვითარების, უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის გამო. საპოლიციო ძალები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სუსი არა მხოლოდ უმოქმედო, არამედ თანამზრახველიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის სპეცოპერაციაში.

რეჟიმის მიზანი საქართველოს დაცლა და დასუსტებაა. ჩვენი მიზანი – საქართველოს გაძლიერება და განვითარებაა.

ჩვენი მთავარი მოთხოვნები – “გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა” და “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” უცვლელია!”, – წერია მსვლელობის აღწერაში.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს, ამერიკის და ევროკავშირის დროშები. ასევე, სხვადასხვა ბანერი, წარწერით: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, “არცერთი დასჯილი პოლიციელი”, “გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები” და სხვა. აქცია-მსვლელობაში მონაწილეობენ აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებიც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button