მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომა

მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომა – საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
გამოძიება აქცენტს მომიტინგეთა მასობრივ დარბევაზე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებაზე აკეთებს.
ადვოკატების პოზიცია კი უცვლელია – ისინი კვლავ ამტკიცებენ, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.
მათივე განმარტებით, სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი თავად მესამე პრეზიდენტსაც აქვს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.
პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილიც.
სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქციაა დაანონსებული.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
ადვოკატის შოთა თუთბერიძის ხმა