მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან, რკინიგზის გარდა

8 ივნისიდან მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, რკინიგზით მგზავრობა შეუძლებელი იქნება. საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, რომელიც 8 ივნისიდან ამოქმედდება, რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალული რჩება.

საქართველოს რკინიგზაში არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ ქალაქებს შორის მოქალაქეების გადაყვანას. ისინი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელიან.

იმის მიუხედავად, რომ რკინიგზისთვის მუშაობის დაწყების თარიღი უცნობია, 99 ათასი ლარის სადეზინფექციო საშუალებებზე ხელშეკრულება, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გააფორმეს. კომპანია ყიდულობს: 150 ლ ანტიბაქტერიულ სითხეს, 140 უკონტაქტო თერმომეტრს, 150 ცალ სადეზინფექციო ხსნარის დისპანსერსა და 200 დეზობარიერს.

საქართველოში რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა ორ თვეზე მეტია შეჩერებულია. ის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, 31 მარტს მთავრობამ შეაჩერა. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ კი, შეზღუდვა მთავრობის გადაწყვეტილებითვე გაგრძელდა.

გასული წლების მონაცემებით, საქართველოში ზაფხულის დადგომასთან ერთად, რკინიგზით მგზავრობაზე მოთხოვნა იზრდებოდა. ამ მიზეზით, თბილისი-ბათუმის მიმართულებით შემადგენლობები ემატებოდა და ბილეთის ფასი იზრდებოდა. რკინიგზას ქალაქებს შორის დღეში რამდენიმე ასეული მგზავრი გადაჰყავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button