მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქალაქთაშორისო ტრასპორტმა მუშაობა განაახლა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/02/TRANSPORTI.jpg)
დღეიდან, 25 თებერვლიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანპსორტის მოძრაობა აღდგა. მუშაობას მათ შორის განაახლებს საქართველოს რკინიგზაც. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 24 თებერვალს მიიღო.
უქმე დღეებში მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმაც. 1 მარტიდან დაიწყებენ სასწავლო პროცესს კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები
გარდა ამისა, დღესვე სამთო კურორტებზე გაიხსნება სასტუმროები, თუმცა საბაგიროები მხოლოდ 8 მარტიდან შეძლებენ მუშაობის განახლებას.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 25 თებერვლიდან დაიწყო.