საქართელოს მოქალაქეები რუსმა ოკუპანტებმა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

საქართველოს გატაცებული მოქალქეები, რომლებიც 5 და 6 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფლებში არბოსა და ბერშუეთში დააკავეს, გაათავისუფლეს.

ჯუმბერ ბექაური და მიხეილ ბიძინაშვილი ცხინვალის ციხიდან სასამართლო პროცესისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვეს.

ბექაური ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. ბიძინაშვილი კი ყვება, რომ მას ე.წ. საზღვარი არ დაურღვევია, ოკუპანტებმა კი იგი მშინ დააკავეს, როცა საქონელს მწყემსავდა, საიდანაც ჯერ ღრომის სამხედრო ბაზაზე შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button