გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის უხუცესი ამერიკელი ვეტერანი [Video/Photo]

16 აგვისტოს, 110 წლის ასაკში, მეორე მსოფლიო ომის უხუცესი ვეტერანი გარდაიცვალა, – იუწყება San Antonio express-news.

აფროამერიკელი ემა დიდლეიკი ალაბამაში 1905 წელს დაიბადა. 1922 წელს გათხოვდა და 5 შვილი გააჩინა. 1943 წელს, სახმელეთო ჯარების ქალთა დამხმარე კორპუსში მოხალისედ წავიდა. დიდლეიკი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მედლითაა დაჯილდოებული.

ომის შემდეგ, დიდლეიკი ფერადკანიანი მოსახლეობის დაცვის ეროვნულ ასოციაციაში მუშაობდა და აფროამერიკელების უფლებების დაცვისთვის იბრძოდა.

2015 წლის ივლისში დიდლეიკი თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა. ბარაკ ობამამ ვეტერანის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ „დიდლეიკმა, საკუთარი ქვეყნისთვის, დიდი მსხვერპლი გაიღო“.

დიდლეიკის გარდაცვალების შემდეგ, ამერიკის უხუცესი ვეტერანი, 109 წლის აფროამერიკელი რიჩარდ ოვერტონი გახდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”15538″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button