საქართველო “ამნესტი ინტერნეიშენალის” ანგარიშში

უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა”, 2015-2016 წლების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ფაქტები, სტატისტიკა, აუდიო და ვიზუალური მასალა და სხვა მედია რესურსებია გამოყენებული.

წლიური ანგარიში არის ყოვლისმომცველი მიმოხილვა ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიო მასშტაბით, მასში განხილულია 160 ქვეყანა. ერთ-ერთი თავი ეძღვნება საქართველოში არსებულ პრობლემებს.

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ გენერალური მდივნის სალილ შეთის განცხადებით “არა მხოლოდ ჩვენი უფლებები დგას საფრთხის წინაშე, არამედ ის კანონები და სისტემა, რომელიც უნდა იცავდეს მას“.

408 გვერდიან ანგარიშში საქართველოს პრობლემებზეც არის საუბარი და არაერთ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება.

თავი საქართველოს შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის საქმის განხილვით იწყება. „სიტყვის თავისუფლების პრობლემები წამოწიეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელეკომპანია „რუსთავი – 2“- ის სასამართლო პროცესი, სადაც თითქოს მეწილეები ედავებოდნენ ერთმანეთს, სინამდვილეში პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რომ ჩაეხშო მთავრობას, ოპოზიციის ყველაზე ძლიერი ხმა“. ანგარიშში განხილულია ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას შემთხვევაც შანტაჟის ფაქტთან დაკავშირებით, და გვარამიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატალეფონო ჩანაწერის გამოქვეყნების ფაქტი.

სასამართლოს სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებით კიდევ არაერთი მაგალითია მოყვანილი, მათ შორის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეც. ყოფილი მერი 9 თვის განამავლობაში იყო დაკავებული სასამართლოს ჩატარებამდე, რაც კანონსაწინააღმდეგო შემთხვევად არის განხილული და აქცენტი არის მის ხელახალ დაკავებაზეც, გათავისუფლებიდან მეორე დღეს.

სასამართლო სისტემის განხილვისას, ანგარიშში მოხვდა 2013 წლის 17 მაისის ლგბტ პირთა აქციის დარბევაში ეჭვმიტანილთა საქმის გამოძიებაც. ამ დრომდე არ გასამართლებულა არც ერთი პირი, მიუხედავად იმისა რომ სასამართლოს არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა ჰქონდა მტკიცებულებად.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების მძიმე მდგომარეობაზე. მაგალითად მოყვანილია 7 აგვისტოს დაკავებული მამაკაცი, რომელიც ბრალდებული იყო ტრანსგენდერი ქალის ცემასა და მეორე ტრანსგენდერის სახლში ხანძრის გაჩენასა და მკვლელობაში. სასამართლომ დაასკვნა რომ ბრალდებულმა მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა და მას მხოლოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ამნესტ ინტერნეიშენალის“ ანგარიშში ნახსენებია 2015 წლის 15 მარტს, ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევის ფაქტებიც, რისი ფონიც იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეურაცხმყოფელი განცხადება ნაციონალური მოძრაობის მისამართით და წამების ფაქტების გამოქვეყნება.

ასევე ნაგარიშში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც კვლავ ხდება ადამიანის დაკავების შემთხვევები და კვლავ მოუგვარებლად რჩება ე.წ. საზღვართან მცხოვრებთა სოციალური და ჰუმანიტარული პრობლემები.

ანგარიშში ნახსენებია ლარის 26 %-იან დევალვაციაც, რომელმაც საქართველოში მცხოვრები არაერთი ოჯახი დააზარალა.

წყარო:RFE/RL

მსგავსი პოსტები

Back to top button