სპორტი

პედრი მომავალ წლამდე ვერ ითამაშებს.ექიმები ცუდ პროგნოზს დებენ.

ბარსელონას 19 წლის ფეხბურთელი პედრი,რომელიც ცოტა ხნის წინ Golden Boy-ს გამარჯვებული გახდა,- 2022 წლამდე მოედანზე ვერ გავა

ესპანელმა ნახევარმცველმა ფეხის ტრავმა სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღო. ის მალევე დაუბრუნდა გუნდს და 29 სექტემბერს ბენფიკასთან მატჩშიც ითამაშა.

როგორც ირკვევა, პედრის ტრავმამ თავი ისევ შეახსენა და ექიმებმა ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი დაუნიშნეს.

ბარსელონას ახალ თავკაცს,ჩავის სურს,რომ ფეხბურთელი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს და მოედანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდეს,როცა რეციდივის შესაძლებლობა სრულად გამოირიცხება.

პედრიმ გასულ სეზონზე 73 მატჩი ჩაატარა.მისი ტრავმის მიზეზი სწორედ გადატვირთული და მძიმე გრაფიკი აღმოჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button