საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანაგრიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში შეფასებულია ადამიანის უფლებების მდგომარეობის მხრივ არსებული ვითარება 199 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, მათ შორის – საქართველოში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2015 წელს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციული საზღვის გასწვრივ; მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, მათ შორის გარვეულ შემთხვევებში სასამართლო სისტემაზე ზეწოლა, საეჭვო მოსამართლეების დანიშვნა, ძალადობაზე მავრობის არათანმიმდევრული რეაგირება, დაუსრულებელი გამოძიებები, ეჭვმიტანილებისათვის ბრალის ნაჩქარევი წაყენება და წინასწარი დაკავების შესუსაბამო გამოყენება; ქალების, ასევე ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, შშმ პირების წინააღმდეგ დისკრიმინაციასთან საბრძოლველად მთავრობის არასაკმარისი ძალისხმევა.

ამას გარდა, სხვა პრობლემებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია ციხეში არსებული არადამაკმაყოფილი პირობები; სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო დარღვევების აღსაკვეთად არაეფექტური მექანიზმი; ელექტრონული თვალთვალის შესახებ ბრალდებები; დამოუკიდებელ ტელევიზიებზე პოლიტკური ზეწოლა; შეკრების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები; დევნილების არაადეკვატური საცხოვრებელი პირობები; პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდე ძალადობა და ანგარშვალდებულების ნაკლებობა; სამთავრობო კორუფცია.

ანგარიშში სადაც სიტყვის და პრესის თავისუფლებაზეა საუბარი, განსაკუთრებული ყურადღება რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეთმობა. ასევე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია იმედში და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტოქშოუების დახურვამ გააჩინა კითხვის ნიშნები პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით. 2015 წლის ანგარიშში მოყვანილია ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადება პოლიტიკური მოტივების შესახებ. რუსთავი 2-ის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ იყო წუხილები ქვეყნის ყველაზე ფართოდ ყურებად ტელევიზიაში მთავრობის ჩარევის და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. ასევე ნათქვამია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს ქმედებები განიხილებოდა, როგორც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარისში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში პორბლემად რჩება ქალების წინააღმდეგ ოჯახური ძალადობა, სქესის მიხედვით დისკრიმინაცია, ნაადრევი ქორწინება, შიდსით ინფიცირებულთა სტიგმატიზება. ასევე იყო ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევები.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველის მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ანგარიშვალდებულების გასაზრდელად და მართლმსაჯულების ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად; ერთი ოპოზიციური პარტია ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიებასა და სასამართლო დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ანგარიშის ავტორები წერენ, რომ 2015 წელს ორი ყოფილი მათალჩინოსანს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და ძალაფულების ბოროტად გამოყენებაში, ხოლო ერთი მოქმედი მაღალჩინოსანი, რომელსაც უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა ბრალი, გაამართლეს.

ანგარიშში ყურადღება გამახვიებულია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზეც.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებები ცენტრალური მთავრობის კონტროლს კვლავ არ ევქემდებარებიან და მთ მხარს უჭერს რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო და მესაზღვრე, რომლებსაც აღნიშული რაიონები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შიარაღებული კონფლიქტის შემდეგ აქვთ ოკუპირებული. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. რუსმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება. მართალია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეტში ადამიანის უფლებებისა მხრივ მდგომარეობისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს, თუმცა კანონდარღვევების შესახებ ცნობები არსებობს”, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი 2015 წელსაც განაგრძობდა ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე ბორდერიზაციას, რითაც ადგილობრივი მცხოვრებლები დააცალკევა და მათ საარსებო წყაროს საფრთხე შეუქმნა.
ამასთან, ანგარიშის ავტორები სასჯელაღსრულების საინისტროზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ 2015 წელს საქართველოს ციხეებში 12 პატიმარი გარდაიცვალა. 2014 კი, წელს გარდაცვლილი პატიმრების რიცხვი 27-ს შეადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, არსებობს ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევებზე, რომლებიც დაუსჯელი დარჩა, თუმცა წლის განმავლობაში სახელმწიფოში მსგავსი შემთხვევების აღრიცხვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button