მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი
საქართველო-ბელარუსის მატჩს ჩემპიონთა ლიგის ფინალის რეფერი განსჯის
საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართ ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩს ცნობილი თურქი არბიტრი ჯუნეით ჩაქირი განსჯის.
43 წლის თურქმა არბიტრმა ფიფას მსაჯის სტატუსი 2006 წელს მიიღო, უეფასი კი – 2010 წელს. კარიერაში სანაკრებო დონეზე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები განუსჯია. თურქი 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მთავარი არბიტრი გახლდათ.
საქართველოსა და ბელარუსს შორის შეხვედრა, 8 ოქტომბერს გაიმართება. მატჩი “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.