მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

“საქართველო-ბელარუსის მატჩზე თავშეყრა რეკომენდირებული არაა”

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდირებული არაა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო მომდევნო დღეებში მიიღებს.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი რისკი იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რამდენად დიდი იქნება გავრცელება. 8 რიცხვამდე საბჭო დამატებით შეიკრიბება და საბოლოო შედეგსა და გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button